მაიმუნები არ არიან დამნაშავეები “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში, – ამის შესახებ nytimes ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას ავრცელებს. ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ კვირაში ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ გააკეთა.
სან პაულოს ხელისუფლების ცნობით, ეპიდემიის აფეთქება ადამიანებს შორის ხდება და არა ცხოველებში.
გასულ კვირას მინიმუმ 10 მაიმუნი გადაარჩინეს სან ხოსე-დო რიო პრეტოში, ბრაზილიის შტატ სან პაულოში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ აღმოაჩინა ნიშნები, რომ მათ თავს დაესხნენ ან მოწამლეს დაავადების “მაიმუნის ყვავილი” გადაცემის შიშით. მაიმუნებიდან შვიდი მოგვიანებით მოკვდა.
სან პაულოს პოლიცია იძიებს ამ შემთხვევებს და აღნიშნავს, რომ ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობა შეიძლება ისჯებოდეს სამი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.