ჩეჩნები მარიუპოლისთვის რამზან კადიროვის დარქმევას ითხოვენ

ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარემ რუსტამ ტაპაევმა მხარი დაუჭირა ინიციატივას ოკუპირებული მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. ინიციატივის თანახმად მარიუპოლს  ჩეჩნეთის მეთაურის პატივსაცემად რამზან კადიროვი უნდა ეწოდოს.

“რესპუბლიკაში ყველა კმაყოფილი იქნება, თუ სახელის გადარქმევა მოხდება, ეს იქნება მადლობა იმისთვის, რომ ჩეჩნებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს”,- აღნიშნა ტაპაევმა.

cnews.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share