საშინელება: ამ დილით ყოფილმა ქმარმა 50 წლის ქალს სიცოცხლეს მოუსწრაფა და მერე პოლიციას ჩაბარდა – ვრცელდება ინფორმაცია მკვლელობის საბაბზეც

ქალაქ ოზურგეთში დილის საათებში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია რა იარაღით მოხდა მკვლელობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჩაბარდა.

გამოძიება 109 -ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტკრიმინალისტები.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share