სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის შეხვედრის საკუთარი ტრადიციები აქვთ, მაგრამ თითქმის თითოეულში, ისევე როგორც ჩვენთან, წლიდან-წლამდე ამოჩემებულ საახალწლო ფილმებს უყურებენ. საინტერესოა, რა გადის სხვა ქვეყნების ტელევიზიებში, მაშინ, როცა ქართულ ტელეეკრანებზე „კუჩხი ბედინერი“ უკვე მრავალი წელია შეუცვლელია.
ჩვენ, სწორედ ასეთ ფილმებს მოვუყარეთ დღეს თავი:
„რეალური სიყვარული“ – დიდი ბრიტანეთი
ეს ფილმი არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მსოფლიოშიც ძალიან უყვართ. ლამაზი, ემოციებით, სითბოთი და ძლიერი სამსახიობო შემადგენლობით სავსე ფილმი ნამდვილად რომ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.
„ეს მშვენიერი ცხოვრება“ – აშშ
მთავარი ამერიკული საშობაო ფილმი, რომელის ყურებაც ეროვნულ ტრადიციად იქცა. ფრენკ კაპრამ ამ ფილმის გადაღებისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.
„90-ე დაბადების დღე ან ვახშამი ერთისთვის“ – გერმანია
ეს სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემაა. 1963 წელს, გერმანულმა არხმა – NDR პიესის -„ვახშამი ერთისთვის“ დადგმა ჩაწერა. შავ-თეთრი კომედიური ტელესპექტაკლი 1988-დან 1995-წლამდე ყველაზე პოპულარულ გადაცემად იქცა. ის ტელევიზიით 3300-ზე მეტჯერ აჩვენეს.
„სანტა გასაყიდად“ – ფინეთი
ეს არაორდინალური ფილმი კოლორიტული პერსონაჟებით, კეთილი იუმორით და დაუვიწყარი ატმოსფეროთი ფინეთში საახალწლოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„სასწაული 34-ე ქუჩაზე“ – კანადა
კიდევ ერთი ძველი კინოჰიტი – ისტორია იმის შესახებ, რომ თითოეულ ჩვენგანში სანტა-კლაუსი ცოცხლობს, მაგრამ ვიღაცას ეს როლი გაცილებით მეტად უხდება. ჯორჯ სიტონის 1947 წლის ფილმის მიხედვით რამდენიმე ახალი კინოსურათიც გადაიღეს.
„შობა, რომელიც ლამის არ დადგა“ (Il Natale che quasi non fu) – იტალია
იტალიური კომედიური ფილმი, რომელსაც 1970-იანი წლებიდან რეგულარულად აჩვენებდნენ ტელევიზიით შობა-ახალ წელს და დღემდე იტალიელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს.
წყარო: etaloni.ge