სამი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზიანში მცხოვრები სამი შვილის დედა,ყოფილმა ქმარმა ამ ქალბატონის მიერ ნაქირავებ სახლში, ქ.ოზურგეთის ლესელიძის ქუჩაზე დღეს, ადრე დილით მოკლა.

“გურიის მოამბე”მკვლელობის მიზეზებზე  მიზანშეუწონლობის გამო არ საუბრობს.

როგორც მეზობლები საუბრობენ ახალგაზრდა გოგონას გვამი დღეს დილით მისი ნაქირავები სახლის საპირფარეშოში აღმოაჩინეს.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩაბარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ 109-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან   14 წლამდე პატიმრობას.

როგორც მეზობლები გვეუბნებიან, მკვლელობა განსკაუთრებული სისასტიკით მოხდა. ყოფილმა ქმარმა გარდაცვლილი ჯერ ცემა, შემდეგ კი საპირფარეშოში დააღრჩო.

როგორც გვეუბნებიან მზიანში მცხოვრებმა ქალბატონმა, ქალაქ ოზურგეთში ბინა თხილის სეზონთან დაკავშირებით იქირავა. ის გარკვეული  გასამრჯელოს სანაცვლოდ თხილის პლანტაციის მეპატრონეებს, მოსავლის აღებაში ეხმარებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share