კომპანია ბახვი ჰესი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც გამოყენებულია 3D ანიმაცია, იმისათვის, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა უკეთ შეძლონ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის აღქმა და შეფასება. აღნიშნული ვიდეოს გადაღება, ჩვენი გაცხადებული დანაპირების, დაინტერესებული მხარეების მეტი ინფორმირებულობისათვის და პროექტის გამჭვირვალობისთვის მოვახდინეთ. მოგეხსენებათ, ბახვი 1 გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, მდინარე ბახვის წყალზე დაგეგმილ, მცირე ჰიდროელექტროსადგურს პროექტია. მის მშენებლობის და ექსპლუატაციაში ჩაშვების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე, პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და მენეჯერმა, გიგლა სიხარულიძემ ისაუბრა. ფონდის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით, პიერ ბიდერმანმა კი, პროექტის უსაფრთხოება და ზემოქმედება მიმოიხილა. პიერ ბიდერმანი ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL დამფუძნებელია. მისი კომპანია, კონსულტაციას უწევს პროექტების განმახორციელებლებს მსოფლიოს მასშტაბით და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სწორედ წარმართვაში ეხმარება მათ. ის ასევე, მრავალი წლის მანძილზე იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მრჩეველი და ასოცირებული დირექტორი.
გთხოვთ იხილოთ ვიდეო და პროექტის 3D ვერსია: