ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჭიროა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.
“მე ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მანამდე, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და უკრაინაში ომია.
გამონაკლისები დასაშვებია და ეს შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს მოქალაქეების უახლოეს ნათესავებს, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, პოლიტიკური მოტივებით დევნილებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ.
რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ის ახლა საქართველოს მიმართ აწარმოებს, ეს გადაუდებელი საქმეც კი მგონია”, – წერს გოგა ჩანადირი.