გურიის სამუსიკო ორკესტრი

გურიის ამხანაგობის სამუსიკო ორკესტრი 1889 წელს დაარსდა, გაზეთ ივერიის ცნობით ორკესტრის შეუქმნიათ გურიის მილიციის ყოფილ წევრებს, რომლებსაც თავის ლოტბარად ლუარსაბ კეშელავა აურჩევიათ, რომელიც სოლო კორნეტისტი გახდლდათ.
.
1992 წელს გაზეთი ივერია წერდა: „ამხანაგობამ თავის ლოტბარად ამოირჩია ბატონი ლუარსაბ კეშელავა, რომლის ხელმძღვალებას ექვემდებარებიან: ანტონ კეშელავა, ძმანი მიხეილ და ივლიანე კვაჭანტირაძეები, ძმანი პეტრე და ივანე ნაჭყებიები, ივანე თოთიბაძე, იაგორ ბერძენიშვილი, დარისპან მამეიშვილი, სარიდან ბერძენიშვილი, ამბაკო ბარამიძე, ლავრენტი ჯახვა, იოსებ ზუმბაძე, ერასტი ნაჭყებია, ანტონ ტორჩინავა და სოლომონ მარტირუზაშვილი…“
.
1891 წელს ორკესტრი რუსეთში გასტრილებზე წასულა, როგორც ჩანს გასტროლები რამდენიმე წელს გაგრძელდა. 1891 წელს ორკესტრმა კონცერტები ჩაატარა: ნოვოროსიისკში – ორი კონცერტი; ეკატერინოდარში – სამი; კრიმსკში – ერთი; როსტოვში – ორი; ტაგანროგში – ორი; ეისკში – ორი; მარიპოლში – ორი; ბერდიანსკში – ორი; ქერჩში – ორი; თეოდოსიაში – ერთი; იალტაში – ორი; სევასტოპოლში – სამი; ოდესაში – სამი; კიშინიოვში – სამი;
.
ივერიის ინფორმაციით ორკესტრი კიშინოვიდან რუმინეთში გადასულა და ქართველი პოეტის ბესიკ გაბაშვილის 100 წლის თავზე ქალაქ იასაში ოთხი ხონცერტი გაუმართავს – „კიშინოვიდგან ორკესტრი რუმინიის სახელმწიფოშიც. ორკესტრმა გაჰმართა ოთხი კონცერტი ქალაქ იასაში, იმ იასაში სადაც დასაფლავებულია ჩვენი პოეტი ბესიკი გაბაშვილი, რომელიც სწორედ ამ ასი წლის წინ მიიცვალა ხსენებულს ქალაქში.“
.
ორკესტრის ხანგრძილივი გასტროლები ძალიან წარმატებული ყოფილა, მის რეპერტუარში იყო ქართულ და კავკასიურ მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები, ასევე ცეკვა და სიმღერა – „ყველგან დიდის სიხარულით ეგებებოდა საზოგადოება ხსნებეულ ორკესტრის კონცერტს, რომელსაც ზედ ერთვოდა ლეკურის ცეკვაც, სიმღერის თქმაცა და სხვა… განსაკუთრებით ორკესტრმა აღტაცებაში მოიყვანა რუმინიელები. საზოგადოდ ყველგან გამოუთქმელის სიამოვნებით მოისმინეს ქართული და კავკასიური ეროვნული ხმები, რომელიც ისეთისავე საფუძლიანობითა და შეგნებულობით შეუთვისებია „ამხანაგობას“ როგორც ევროპული საუკეთესო ხმები…“
.
ორკესტრს ძალიან წყალობდა იალტის ქალაქის თავი გენერალი ივანე დუმბაძე, რომელმაც გურული მუსიკოსები მიიწვია ნოვოროსიისკში იმპერატორ ნიკოლზ მეორის დასახვედრად. ნოვოროსიისკის პორტში გემიდან გადმოსული იმპერატორი გაოცებული უყურებდა ჩაქურებში გამოწყობილ ორკესტს და უკითხავს გენერალისათვის ვინ არის ეს ხალხი და საიდან არიანო, დუმბაძეს უპასუხნია – ჩემი ,,ზემლიაკები,, ანუ გურულები გახლავთო. იმპერატორს მოსწონებია გურულების დახვედრა და ყველა მათგანი დაუჯილდოვებია.
„ოდესის გაზეთი „Одсскій Листокъ“ იანვრის ერთ ნომერში სამუსიკო ორკესტრისა ქებით იყო მოხსენებული… მით უმეტეს მოეწონა რუსეთის საზოგადოებას და საზოგადოდ უცხოელებს ამ ორკესტრის, რომ მეკონცერტენი არიან ახოვანნი, გამბედავნი, მოსულნი, მორთული ქართველები, რომელთ სიცოცხლის სავსე თვალები ამტკიცებს, რომ ნიჭი არ აკლიათ და ყოველს ცოდნას ადვილათ შეითვისებენ…“ (ივერია)
.
გურიის ორკესტრთან დაკავშირებით არქივში მივაგენი აფიშას, რომლის მიხედვით ორკესტრი მართავდა კონცერტს ტაგანროგში 1891 წლის 17 სექტემბერს, აფიშის მიხედვით ქორო უკვე საკმაოდ ცნობილი ყოფილა, მის რეპერტუარში არის მუსიკა, სიმღერები და ცეკვები, ანსამბლი კონცერტებს მართავს გურულ ნაციონალურ ტანსაცმელში.
ორკესტრის შესახებ ინფორმაცია ასევე არის 1901 წლის ჟურნალი “მოგზაურში” – „გურულთ თავიანთი საკუთარი მემუსიკენიცა ჰყავთ, რომელნიც მთელს რუსეთში და თითქმის ევროპაშიც მიდიან და თავიანთ ნიჭს აცნობებენ უცხო ხალხს და აკვირვებენ კიდეცა.“
.
წყარო – ივერია 1892 წელი #49; 1892 წელი #78; ჟურნალი “მოგზაური” 1901 წელი; მანანა ლომაძე – 2018 წელი;
.
აფიშა – ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსპონატი.
პირველ ფოტოზე – ოზურგეთის სასულე ორკესტრი 1905 წელი, შუაში ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე;
მეორე ფოტო – ოზურგეთის სასულე ორკესტრი 1907-08 წელი; მაჯვნიდან მეორე ჯარისპან მამეიშვილი;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share