ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა შემდეგნაირად უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“.
მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ე.წ. „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“ და სხვა „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დასაცავად.
მედვედევის თქმით, მას საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასვლა არ შეშინებია.
“ეს მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი”, – აღნიშნა მედვედევმა.