ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძის განცხადებით, ქვეყანაში ბიპოლარული აშლილობისა და პანიკური შეტევების მოდაა. მან ამის შესახებ გადაცემა “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” განაცხადა:
“რაც უფრო ცუდად ხარ და ავად ხარ, მით უფრო მაგარი ხარ. მე რომ თქვენ შეგხვდეთ და ჩამოვთვალო თავი მტკივა, ის მტკივა, ეს მტკივა, მერე თქვენც თქვათ და მე თუ მეტი რამე ვთქვი, კმაყოფილი მივდივარ. მარტო საქართველოშია ეს. ჩემთან მოდიან და მეუბნებიან, პანიკური შეტევა მაქვს და ბიპოლარული აშლილობა. ეს არის ბოლო ერთი წლის მოდა. მოდაა დიახ. ჯერ ერთი ვინ დასვა ამდენი დიაგნოზი, მთელს საქართველოს პანიკური შეტევენი და ბიპოლარულო აშლილობა რატომ აქვს. ანუ ამაყობს, კეკლუცობს, რომ ცუდად არის. ყურადღების მიქვევის ხერხია”- განაცხადა ზურა მხეიძემ.