სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი ბიძინა ივანიშვილზე – “არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა”

“არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა”  – სუს-ის ყოფილი მაღალჩინოისანი, სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების საუბრის შესახებ წერს.

პოსტის მიხედვით, ივანიშვილი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე “ქართული ოცნების” თავმჯდომარ ირაკლი კობახიძეს გოგაშვილის საქმეზე დავალებებს აძლევს და მათგან განმარტებებს იღებს.

ბიძინა ივანიშვილი: აბა როგორ ხართ ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მეთვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ.

ირაკლი შოთაძე: დიახ ბატონო ბიძინა, ვაკეთებთ ყველაფერს.

ბიძინა ივანიშვილი: რატი რა ხდება კამერებზე? ოტო ხო მუშაობს? ხომ ასწორებთ ყველაფერს?

რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, სულ 9 კამერა არის, ზოგს წაშლიან ზოგს დააზიანებენ, მაგრამ…

ბიძინა ივანიშვილი: მოიცა კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, რამდენიმე დღეში მოგვარებული იქნება.

ბიძინა ივანიშვილი: რატი, რაღაცის თქმა გინდოდა წეღან.

რატი ბრეგაძე: დიახ ბატონო ბიძინა, კიდევ ერთი პრობლემაა. ოჯახი შაბათს, არასამუშაო დღეს გვიან შემოვიყვანეთ, ძალიან ბევრმა კამერებმა დააფიქსირეს ეს ამბავი, რა ვქნათ?

ბიძინა ივანიშვილი: არაუშავს, ეგ დატოვეთ. დასაჯეთ რამდენიმე თანამშრომელი, იქამდე დაელაპარაკეთ, დაამშვიდეთ, აჩუქეთ ფონდიდან ფული და დაასაქმეთ სადმე სხვაგან. დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ. გრიგოლ, მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია.

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ ბატონო ბიძინა, ჩვენები უკვე მუშაობენ მაგ გეგმაზე.

ირაკლი კობახიძე: (ნაზი ჩუმი ხმით) დიახ ბატონო ბიძინა, პარტია მზად არის, მაგრამ ძალიან დავზიანდებით.

ბიძინა ივანიშვილი: რა ცხვირჩამოშვებული ხარ, არ იცი, რომ თეთრი ხელთათმანებით არ გამოდის? ( не первый раз замужем) უნდა გაუძლოთ (нравится не нравится терпи мая красавица)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share