“ენმ”-ის ინიციატივას, საწვავზე აქციზის განაკვეთის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, მმართველ გუნდში პასუხობენ

“ნაციონალური მოძრაობა” ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის ძველ, კერძოდ კი, 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვს. პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, გამოსავალი ქვეყანაში ნედლი პროდუქტის შემოტანა და შემდეგ გადამუშავებაა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს გზა საწვავზე ფასს 25 თეთრით შეამცირებს, რასაც მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ:

“კონკურენციის სააგენტოს შესწავლილი აქვს საწვავის ბაზარი და იქ ძალიან საინტერესო მიგნებები შეიძლება ნახოთ, მათ შორის ბაზრის კონცენტრაციის მიმართულებით და გავლენის მოხდენის პერსპექტივაზე ფასწარმოქმნაზე. ასე შეგვიძლია ყველა გადასახადი მოვხსნათ და ერთჯერადი ეფექტი ექნება, რომ რაღაც პროდუქტები გაიაფდება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება სახელმწიფო ბანკროტი, იმიტომ რომ სახელმწიფო გადასახადებით ცხოვრობს,”- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

 

მეტი ამ თემაზე: “აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი 15-20 თეთრით გაიაფდებოდა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share