პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას შეაჩერებს

პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, პიოტრ ვავჟიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ვავჟიკი ამბობს, საჭირო კონცეფციაზე უკვე მუშაობენ და გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გამოცხადდება.

მისივე თქმით, ამჟამად რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მხარს ლიეტუვა, ჩეხეთი და ესტონეთიც უჭერენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share