მარნეულში 17 წლის ახალგაზრდა მდინარე დებედაში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის სოფელ აღმამედლოში მოხდა.
ელმან გამბაროვი მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ადგილზე მყოფები წყალში შევიდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის გამოც მდინარეს გარკვეულ ადგილებში სიღრმეები აქვს და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთში ჩავარდა ახალგაზრდა.