“ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს”

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძემ ევროკომისიის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ილუზიები არავის აქვს. როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, ეს არის მიმართული იმ ორბიტისკენ, რასაც რუსეთის ორბიტა ჰქვია, ეს არის მკაფიო. საქართველოში ადამიანები მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ძალა არ არის, ეს არის რუსული ძალა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share