სოფელ ბახვში მცხოვრებ გიორგი ლომთათიძეს, მალე სახლს გადაუხურავენ და საცხოვრებელ სახლში სხვა სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “სიკეთის ქალაქი” ავრცელებს.
ახალი წლის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც გიორგი მის უმძიმეს საცხოვრებელ პირობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მას უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის სამშენებლო კომპანია “ანაგის” ხელმძღვანელობა, რომელიც სახლის გადახურვისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს.

სახლში მოხდება ბუნებრივი აირის შეყვანა და მოეწყობა ოთახები და სააბაზანო. შეუძენენ ავეჯს და სახლისთვის საჭირო ყველა ინვენტარს.
“სიტყვები არ მყოფნის ისეთი ბედნიერი ვარ. ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. წამიყვანეს, ამარჩევინეს ტელეფონი, ველოსიპედი, ტანსაცმელი”- ჰყვება გიორგი.

14 წლის გიორგის, რომელიც ზედა ბახვში ბებიასთან ერთად ცხოვრობს, დღეს კეთილი ადამიანებისგან კიდევ ბევრი საჩუქარი მიიღო. საკვებ პროდუქტებთან ერთად, მათ ახალი მაცივარი, ლეპტოპი, სამზარეულოს ავეჯი, ტელეფონები და სკეიდი გადასცეს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, ორ ტელეფონს ის თავის მეგობრებს აჩუქებს.

მსგავსი სტატიები
- 98
- 98
შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მაგრამ ახალი წელი და მისი აღნიშვნის ტრადიციები მაინც შეიცავს წინაქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. დღესდღეობით შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბანებს და…
- 98
გასულ თვეში, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო. პანდემიის წესების გათვალისწინებით, გამოფენილი იყო ისტორიები და ამბები, რომელთა წაკითხვა და დათვალიერება შეიძლებოდა. აღნიშნული წერილიც იმ გამოფენის გამოძახილია და გურიის მედიატორთა ასოციაციის ამბავს გვიყვება. ცნობილი გურული წამოცდენა ,,მოი? – როის მიხვალ?“ ასე არაფერს შესაბამებია როგორც ,,კორონას“. მართალია…