“სავიზო შეზღუდვები პირველი ნაბიჯია რუსეთში აჯანყებისკენ”

“რატომ არის საჭირო რუსებისთვის სავიზო შეზღუდვები? ექვსთვიანმა ომმა დაამტკიცა, რომ მათ არ აინტერესებთ მკვლელობები, დანგრეული ქალაქები, ბირთვული შანტაჟი, ბუჩა ან მარიუპოლი. ვიზების დაკარგვის შესახებ საუბარმა მათ ომის გაცნობიერების უნარი და პასუხისმგებლობა დაუბრუნა. ეს პირველი ნაბიჯია რუსეთში აჯანყებისკენ.

წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. უკრაინის ხელისუფლების მოწოდებების ფონზე, ესტონეთი რუსებს, რომლებსაც მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს ჩაუკეტავს. ლიტვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტეს. ხოლო ფინეთი და ესტონეთი ევროკავშირს მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share