„რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს, მერწმუნეთ, კმაყოფილები არც ისინი არიან“ – მამუკა ყურაშვილი

„რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს, და მერწმუნეთ, კმაყოფილები არც ისინი არიან“, – ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის იარაღი რაც უკრაინაში შედის, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს.

„ქვეყანა, რომელიც სანქციების ქვეშ არის, ვერანაირად ვერ უნდა იყოს კომფორტულ ზონაში ქართული სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ასეთი ვითარებაა და ოკუპანტი ქვეყანაა. ყველაზე დიდი დაცვა არის, როდესაც მზად ხარ ომისთვის. ის, რაც უკრაინაში შედის, ის იარაღი საქართველოსაც უნდა ჰქონდეს. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, ერთი მტერი გვყავს ყველას. რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს, და მერწმუნეთ, კმაყოფილები არც ისინი არიან“, – აცხადებს მამუკა ყურაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share