პუტინის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება ყაზახეთი და საქართველო გახდნენ – Die Welt

რუსეთის პრეზიდენტის დამპყრობლურ გეგმებში შეიძლება შემდეგი ადგილი ყაზახეთმა და საქართველომ დაიკავონ.

ამის შესახებ გამოცემა  Die Welt წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ  რომ რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ უკვე მიანიშნა აგრესიის მაშტაბების გაფართოებისა და საბჭოთა კავშირის “აღდგენის“ გეგმების შესახებ .

პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას არა მხოლოდ ტრაგედიად, არამედ “ისტორიული რუსეთის კრახად“ თვლის, რადგან ამით თითქოსდა რუსეთმა დაკარგა ის, “რაც ათასწლეულის მანძილზე შეიქმნა“. –ნათქვამია სტატიაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრა კრემლის მიერ წარსულში დაბრუნების სურვილის ნათელი დემონსტრირებაა.

ისტორიკოსი კარლ შლეგელი აღნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ისეთი რუსი ჩინოვნიკების განცხადებებს, როგორიც არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა ყაზახეთი “ხელოვნური სახელმწიფოა“ და მხოლოდ რუსეთს შუძლია იქ წესრიგის დამყარება.

“ყველა ხალხი, ვინც ოდესღაც დიდ და ძლევამოსილ საბჭოთა კავშიში ცხოვრობდა, ისევ იცხოვრებს ერთად და მეგობრულად“– დაწერა მედვედევმა და დასძინა, რომ საქართველო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად შეიძლება რუსეთის ფედერაციაში ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდეს.

სტატიაში ხაზგასმულია, სახელმწიფო სისტემის რეორგანიზაციისკენ მოწოდებებით სულ უფრო რადიკალურად გამოდის რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია. მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პუტინის გზავნილი, რომ მათ “ჯერ არც კი დაუწყიათ“, არა მხოლოდ უკრაინისადმი იყო მიმართული.

რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა ერთ–ერთი ტელეარხის ეთერით გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მათ “შეუძლიათ ვარშავამდეც მივიდნენ“. სამხედრო ექსპერმა, ალექსანდრ არტამონოვმა კი ეთერში დაიმუქრა: “ჩვენ დავასრულებთ ძველი სამყაროს არსებობას და შევალთ ახალ ეპოქაში, რომლის სათავეში რუსეთი იქნება“.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა შეიძლება პროვოკაცია ვუწოდოთ, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთ სცენარებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან თუ უკრაინასთან ომი რუსეთს გაუვიდა,  ის უკვე სხვა რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის “გათავისუფლებას“ ცდის.

“უკრაინის წინააღმდეგ უსაფუძვლო და უმიზნო ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მეზობლებს მისი უკვე ჭირივით ეშინიათ. გაირკვა, რომ პუტინს შეუძლია ომი დაიწყოს მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე. დღეს ნაციზმში უკრაინა დაადანაშაულეს, ხვალ კი საქართველოს ან ყაზახეთს დაადანაშაულებენ. შეშლილი სისხლიანი რეჟიმისთვის სულერთია, ვის გაანადგურებს შემდეგს. მას შემდეგ, რაც სისხლს გემო გაუგეს, რუსები ვეღარ გაჩერდებიან“– ნათქვამია სტატიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share