ერევანში, სავაჭრო ცენტრის სურმალუს ტერიტორიაზე ამ დროისთვის 18 მოქალაქეს ეძებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მინისტრმა არმენ ფამბუხჩიანმა განუცხადა.
“ძიება მიმდინარეობს 18 ადამიანზე, რომელთა შესახებაც გვაქვს მონაცემები. ცნობილია, იყვნენ ისინი სავაჭრო ცენტრის სტუმრები და თანამშრომლებიც”, – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე თქმით, „სურმალუს“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დროდადრო მცირე კერები ჩნდება. ფამბუხჩიანმა აღნიშნა, რომ საწყობში კვლავ რჩება პიროტექნიკური მასალები, ასევე აალებადი პლასტმასის ნაწარმი. ხანძარი შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშველები ამისთვის მზად არიან. ამ დროისთვის იწვის მხოლოდ საწყობის ტერიტორია, დანარჩენ ტერიტორიაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება მაშველების მუშაობას, გუშინ შემთხვევის ადგილზე 350 ადამიანი მუშაობდა, ამჟამად 70-მდე ადამიანია, მინისტრის თქმით, სხვადასხვა სახის დაზიანებები შვიდმა მაშველმა მიიღო. ორი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.
მთლიანობაში აფეთქების შედეგად, ერევანში 6 ადამანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა.
cnews.ge