ჩემ ოჯახზე და ჩემი ოჯახის ახლობლებს, რაიმე ზიანი მიადგება და მათ რაიმე პროვოკაციას მოუწყობენ, აუცილებლად მთელ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს დავაკისრებ _ ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
” რომ გითხრათ, რაიმეს მოლოდინი და იმედი მაქვს, ნამდვილად არ მაქვს. რაც 16 ივნისს მოხდა ჩემს ოჯახში იმის მერე, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს. ჩემს ოჯახზე და ჩემი ოჯახის ახლობლებს, რაიმე ზიანი მიადგება და მათ რაიმე პროვოკაციას მოუწყობენ, აუცილებლად მთელ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს დავაკისრებ. იუსტიციის მინისტრმა ჯერ თქვა, რომ სოსო გოგაშვილი კარგად მოიქცაო და ამიტომ წავახალისეთ და ოჯახის წევრების შეშვება მასთან ამიტომ მოხდაო. მოიტყუა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. 30 ივლისს შაბათ დღეს , როცა მივედით, რადგან არასამუშაო დღე იყო, პირადობებით ჩვეულებრივად შეგვიაშვეს და 2 საათი ვიყავით, სხვათა შორის, არც დრო გვქონდა შეზღუდული. ამდენად, რომ ამბოს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდაო, მის ადგილას ცოტა შემრცხვებოდა”_ ამბობს თეა მარტყოფიშვილი.