მწერალი, დინა მირცხულავა საქართველოში ფემიციდის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ ეს ქვეყნისთვის ტრაგედიაა.
“ორ დღეში ორი ქალი
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ტრაგედიაა…
ისიც ვიცი, რომ დღეში ათეულობით ასეთი ამბავი ხდება ევროპაში პატარა დედა მოკლა გუშინ შვილმა.
მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში გახდა დედა, რა რუდუნებით, რა წამებით ზრდიდა პატარას, რა იმედებით და როცა ეგონა, რომ მოესწრო შვილი…
როცა ეგონა
და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის ფრაზა “გაშორდეს ქმარს და რაც უნდა – აკეთოს” ჩემს ქვეყანაში არ მუშააობს !
თითქმის ყველა შემთხვევა აქედან მოდის, რომ ქალებს არა აქვთ ახალი ცხოვრების დაწყების უფლება, რომ ქალები მუდმივად რჩებიან ყოფილების პირად საკუთრებად.
არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით, რა უნდა ქნას სახელმწიფომ, რა უნდა ვქნათ თითოეულმა ადამიანმა, ამას ალბათ უფრო სოც მუშაკები დაწერენ და გაწერენ, მაგრამ ფაქტი ერთია – ორ დღეში ორი ქალი.
იქნებ განათლების დონემ უნდა აიწიოს ამ კუთხით, რომ ქალს თუ შვილი ჰყავს – დედა ხდება, მაგრამ მასში ქალი არ კვდება და აქვს უფლება ცხოვრობდეს, უყვარდეს, უხაროდეს…
არ ვიცი რა დავწერო, არ ვიცი როგორ ვუთანაგრძნო კიდევ იმ ათასობით ქალს, ვისზეც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობენ და ჯერაც არ მოუკლავთ…”, – წერს დინა მირცხულავა.