პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს – ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრ იქნება. ღარიბაშვილი ამბობს, რომ წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან, დაახლოებით 300 000 ტონას.
ამ თემაზე საუბრისას მან ისევ წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. ჯამურად მთავრობას რთველის სუბსიდირება, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი დაუჯდება.
“ძალიან მალე დაიწყება რთველი, მოგეხსენებათ, რომ მევენახეობა მეღვინეობა ეს არის სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნის, და ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი და ჩვენი მხრიდან სწორი, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან ეფექტური შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, 2012 წლამდე არა თუ წახალისება არ იყო საერთო მევენახეობა მეღვინეობის, გახსოვთ, რომ პირდაპირ მთავრობა იყო ჩარეული და ჩვენ მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და ყურძნის არ ჩაბარებას. იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წელს მევენახეობაში მინიმუმ 300 კომპანიაზე მეტი და მათი შემოსავლები ასეულობით მილიონი დოლარია.