“უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩვნები და ასეთი არჩევნების შემდეგ უკვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა”-ამ განცხადებას შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
საქართველოსთვის ამჯერად გრეგორი მიკსმა მოიცალა იმის მიუხედავად, რომ ახლა ვაშინგტონში ყველა ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების გადაცემის პროცესითაა დაკავებული.
მან “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა ქართული დემოკრატია დგას:
‘ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად რათა უზრუნველყოთ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს. ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა იყვნენ პირები, ვინც ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. ამერიკაშიც კი, ის ხალხი ვინც მხარს უჭერდა ტრამპს, აღიარებენ, რომ არ დაუშვებენ ის ზღვარს გადავიდეს და პატივი არ სცეს სამართლიანად ჩატარებული არჩვნების შედეგს”-განაცხადა მიკსმა.