2022 წლის II კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

საქსტატის მონაცემებით,  2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა. საქართველოში  რუსეთიდან 147.7  პირი შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ია.

მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით.

თურქეთიდან ქვეყანაში ამ პერიოდში 158.3 ათასი, ხოლო სომხეთიდან 136.8 ათასი პირი შემოვიდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share