კონკურენციის სააგენტოს პრემიერმა ღარიბაშვილმა რეკომენდაციით მიმართა, საწვავის იმპორტიორების კეთილსინდისიერება შეისწავლოს, რადგან როგორც ის ამბობს, “ჯერ კიდევ არის განცდა”, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, ქვეყანაში საწვავი ძვირია. ღარიბაშვილის თქმით, მისი დავალებით ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იმპორტიორებს შეხვდნენ და ეს კოორდინაცია გაგრძელდება.
“იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ქვევით წამოვიდა ფასები, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა პროპორციულად დაკლება. ამიტომ საჭიროა უფრო გავააქტიუროთ მუშობა საწვავის იმპორტიორებთან. რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ კეთილსინდისიერება იმპორტიორების, რამდენად სწორად იცავენ კონკურენციის წესებს” თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.