ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა იმ სიკეთეების შესახებ წერს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება:
”ქოცებს ჰგონიათ, ნაცებს იმიტომ გვინდა და გვიხარია უკრაინის გამარჯვება,რომ იქაურ პოლიტიკურ ისტბლეშმენტთან დაახლოებული ვართ.ასეთი უგვანო მოღალატე-ნაძირლები არიან. არა და, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ისტორიული შანსია, რომელიც არ გვქონია ოქროს ხანის მერე.
ჯერ უკრაინის გამარჯვებით ცივილიზებული სამყარო იმარჯვებს და მსოფლიო ტირანი მარცხდება და მეორე,ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპაში,მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება როგორც პოლიტიკურად,ასევე ეკონომიკურად და იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში გახდება ლიდერი.
შესაბამისად ,ისტორიულ ჩრდილოელ მტერს ჩაანაცვლებს დასავლური მოკეთე – მეტი რა უნდა გინდოდეს კაცს თუ ეს ქვეყანა გიყვარს?!” – წერს ასკურავა.