აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მისი სახლიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტების დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ტრამპის თქმით, FBI-ს თანამშრომლებმა მისი რეზიდენციიდან წაიღეს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც საადვოკატო საიდუმლოებს შეიცავდა.
“მოვითხოვ, რომ დოკუმენტები იმ ადგილას დააბრუნოთ, საიდანაც აიღეთ. მადლობა”. – წერს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი.
FBI-ის აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლი რამდენიმე დღის წინ გაჩხრიკეს და საიდუმლო დოკუმენტებით სავსე 10-ზე მეტი ყუთი აღმოაჩინეს. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ზოგიერთ მათგანს გრიფი “საიდუმლო” ჰქონდა მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განადგურდეს. დეპარტამენტში ასევე აცხადებენ რომ არსებობს საკმარისი არგუმენტები რომ ტრამპმა ჯაშუშობის აქტი დაარღვია. ჯაშუშობის აქტი ფედერალური კანონია, რომელიც კრძალავს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის ფლობას ან გადაცემას.