“მკითხა, რატომ არ მიჩნდებოდა კითხვები, რატომ არ შეუვარდნენ და ჩაუდეს კვირიკაშვილს და გახარიას… უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მხილების გამო ხდებოდა”, – ამის შესახებ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი იხსენებს და ვახტანგ გომელაურთან საუბართან დაკავშირებით ჩვენებაში ყვება.
“საშხაპის კარი იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე. მან ხელი ჩამომართვა და დაბალ ხმაზე მითხრა, არ აღელდე, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ დარეკავს და უპასუხე. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური. ჩვენ შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი. მან გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები და თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ, იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ.
გომელაურმა მითხრა, თუ რატომ არ მიჩნდებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეუვარდნენ და ჩაუდეს კვირიკაშვილს და გახარიას. მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ჩემი საქციელის გამო და ბიძინა ივანიშვილის მხილების გამო ხდებოდა.
საუბარი 30 წუთი გაგრძელდა. ბოლოს გომელაურმა მითხრა, რომ ხვალ დამირეკავდა, ხოლო იქამდე მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება”, – წერს გოგაშვილი.