ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო გოლი „ვერონასთან“ გაიტანა.
„ნაპოლის“ შემტევმა მექსიკელი ირვინგ ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ბურთი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში თავით გადაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმის შემდეგ კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ვერონას“ 2-1-ს ამარცხებს.