ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 5 974 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, 7 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან.
“აქტიური შემთხვევა გახლავთ 5 974. ამ აქტიური შემთხვევებიდან 50 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, 31 არის ინტუბირებული ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე, 19 სიპაპ რეჟიმზე. ამ პაციენტებიდან, 7 გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან”,-თქვა ენდელაძემ.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 – აჭარაში გამოვლინდა, 168 – თბილისში, 117 – იმერეთში, 25 – შიდა-ქართლში, 7 – ქვემო-ქართლში, 24 – სამეგრელო-ზემოსვანეთში, 8 – გურიაში, 5 – კახეთში, 5 – მცხეთა-მთიანეთში, 3 – სამცხე ჯავახეთში.
დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 12 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.
მსგავსი სტატიები
- 55
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან აჭარაში 342 დადასტურდა, ხოლო თბილისში 277. მისივე განცხადებით აჭარაში და იმერეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, ხოლო თბილისში შემცირდა. "აჭარაში 342 შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შემცირდა და 277 ახალი შემთხვევა დასტურდება. იმერეთში მოიმატა და დღეს 158 დადასტურდა. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია: სამეგრელო-ზემო…
- 49
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. „აჭარაში 207დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში - 168 , იმერეთში -117 შემთხვევა დადასტურდა, გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5…
- 48
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარიდანაა. აჭარიდან გახლავთ 348 პაციენტი, თბილისიდან - 99 პაციენტი, იმერეთიდან - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 19, მცხეთა-მთიანეთიდან - 10, შიდა ქართლიდან - 4, გურიიდან და კახეთიდან - 3-3, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან კი 1-1 პაციენტი - ამბობს…
- 47
კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში 571 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში 212, იმერეთში კი 147. ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია: ქვემო ქართლი-168; შიდა ქართლი-48; გურია-16; სამეგრელო-ზემო სვანეთი-74; კახეთი-41; მცხეთა-მთიანეთი-41; სამცხე-ჯავახეთი-18; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1. დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 3…