ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. ოზურგეთის რაიონის სოფ შემოქმედში.
ჰყავს მეუღლე , ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.
თამაშობდა ბათუმის“ დინამოში“ 1980-81 წ.წ. (მწვრთნელი ლერი ველურიძე).
1982 წლიდან მუშაობას იწყებს მახარაძის“მერცხალში“ბავშვთა გუნდის მწვრთნელად.
1983 წელს სოფელ შემოქმედის საშუალო სკოლის ბაზაზე აყალიბებს ფეხბურთის გუნდს შემოქმედის „ჩაქუხას“ რომელიც იმავე წელს ასპარეზობს „ტყავის ბურთის“ რესპუბლიკურ გათამაშებაში, ხდება რესპუბლიკის ჩემპიონი და მონაწილეობს საკავშირო პირველობაზე ქ.ტალინში, სადაც ერთი სკოლის გუნდი იღებს საპატიო მესამე ადგილს,
1986 წელს»მერცხალის « მთავარი მწვრთნელის სოსო გაგუას მიწვევით მუშაობას იწყებს მახარაძის“მერცხალში“ მეორე მწვრთნელად.
საქართველოს ჩემპიონი 1987 წელს.
მახარაძის „მერცხალის“ მთ.მწვრთნელი 1996-98წ.წ.
1999 წლიდან -2005 წლამდე ბათუმის საფეხბურთო კლუბ „ლუკას“ მთ.მწვრთნელი და კლუბის დირექტორი
2006- წლიდან – 2013 წლამდე ოზურგეთის „მერცხალის“ იყო მთ.მწვრთნელი და დირექტორი.
ამავე წელს რეგიონალური ლიგიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდი გადადის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში!
2012 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზურისათვის მონაწილეობის უფლება( ცოტა დაკლდა აღნიშნული მიზნის მისაღწევად).
2014 წლიდან ხელმძღვანელობს ოზურგეთის „მერცხალის „ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამას.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2012 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2012 წლიდან UEFA -ს „A”ლიცენზიის დიპლომის მფლობელია.
ს/კ „ბახმაროს“ მთ.მწვრთნელი 2019-20წ.წ.
«არასდროს მიფიქრია,რაიმე სხვა მეკეთებინა,დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო!“-ამბობს ხარიტონ ჩხატარაშვილი.
მთელი ცხოვრება ფეხბურთს დაუთმო და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაუზარდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ოზურგეთის „მერცხალს“: ირაკლი ზოიძე,ლაშა სალუქვაძე.მიხელი ქობულაძე,ავთანდილ ცერცვაძე,ჯონი კალანდაძე,ნოდარ მაჭავარიანი,გია გოგუა,კახა როხაძე,გია ავალიანი,ზაზა ტუღუში,ნიკა ჭკუასელი, იონა კალაჯიშვილი,ელგუჯა ჩხაიძე,რამაზ ასკურავა, შოთა მანჯავიძე,ლაშა ქათამაძე,დათო სიამაშვილი, და სხვა მრავალი!
ის დღედაღამ ქართულ ფეხბურთზე ფიქრობს,ბევრ კარგ საქმეს აკეთებს! მისი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით ჩატარდა ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის კოტე გოგატაძისა და სოსო გაგუას სახელობის თასის გათამაშება ,რომელშიც ორასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა,
მწვრთნელი- ინტელექტი,ფსიქოლოგი,პედაგოგი,სწორედ ასეთად ახასიათებენ ბატონ ხარიტონს მისი გაზრდილი ფეხბურთელები!
ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობს!
დიდი სიყვარულითა და პატივსცემით სარგებლობს თავის მეგობრებში და საზოგადოებაში,დღეს იშვიათია ისეთი ადამიანები,რომლებიც თავიანთი პროფესიის ერთგულნი რჩებიან, რომლებიც ფიქრობენ არა იმაზე,როგორ მიიღონ მხოლოდ პირადი სარგებელი, არამედ უყვარდეთ თავიანთი საქმე უანგაროდ და სიცოცხლე საყვარელ საქმეს მიუძღვნან!- ხარიტონ ჩხატარაშვილი სწორედ ასეთია!
ასეთი ადამიანების დაფასება საჭიროა სწორედ ერთგულებისა და პროფესიონალიზმის წასახალისებლად!