რუსეთმა, დაახლოებით 43 900 ჯარისკაცი დაკარგა | ბოლო მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 43 900;
ტანკი – 1 880;
ჯავშანტექნიკა – 4 152;
საარტილერიო სისტემა – 989;
სარაკეტო სისტემა – 263;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136;
თვითმფრინავები – 233;
ვერტმფრენი – 196;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 790;
საკრუიზო რაკეტები – 190;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 049;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 92.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share