“დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს, მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა?” | ბობ ჰამილტონი

“დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს, მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა?” – ამის შესახებ ამერიკის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საუბრობს. სწორედ ასე პასუხობს ის ჟურნალისტის შეკითხვას, “რა უნდა იღონოს ახლა საქართველომ”.

“მთავარი, რაც უნდა მოხდეს, უნდა შეწყდეს ეს მართლაც რომ დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ. არის ხალხი, ვინც კითხულობს: 2004 წლიდან საქართველოს ვეხმარებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება. რა მივიღეთ საბოლოოდ? მათ თვალში საქართველო – ეს გაუთავებელი პოლიტიკური შინაომებია.

ევროკავშირმაც და ამერიკამაც მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდეს 19 აპრილის შეთანხმებაში 2021 წელს, რომელსაც საბოლოოდ მთავრობამაც ზურგი აქცია და ოპოზიციამაც. ამ ყველაფერს ემატება ის ღიად აგრესიული რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. განსაკუთრებით ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვფიქრობ, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს – მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა? და თუ არა, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ ძალით არავინ შეათრევს არც ნატოსა და არც ევროკავშირში” – ამბობს ჰამილტონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share