აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დაზვერვის ყოფილი აგენტის ენდრიუ ბუსტამენტეს განცხადებას, რომ რუსეთმა დონბასში ისეთივე მარიონეტული რეჟიმი შეიძლება დასვას, “როგორიც საქართველოშია”, რეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„გამგები გაიგებს! ვინც ფარისევლობას გააგრძელებს, თითქოს ვერ ხვდება, რომ შეთქმულება ჩვენი სამშობლოს, ჩვენი აწმყოს და მომავლის წინააღმდეგ ძალაშია, ამ ბოროტების მონაწილე და გულშემატკივარია! ჩვენ, ვისაც გვესმის, მდინარესთან მსხდომნი დაგელოდებით, წყლით ჩამორეცხილებს, თქვენი ბოსებიანა!”