თამარ გაბუნია – კოვიდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია აცხადებს.

მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

„ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share