ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი დგას. ხომალდი ნავსადგურში გუშინ შევიდა. გემი ხორბლითაა დატვირთული.
ტვირთის წარმომავლობაზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ. უცნობია სად მიაქვს ხომალდს ხორბალი, ან როდის დატოვებს გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს.