„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, რომელმაც არხი გუშინ დატოვა, მუშაობას რომელიმე ოპოზიციურ არხზე გააგრძელებს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებას“ წერილობით უპასუხა კითხვაზე: ადასტურებდა თუ არა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით არსებულ ინფორმაციას, რომ ის ტელეკომპანია „ფორმულაზე“ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას.
„ჯერ მართლა არ ვიცი, სად გადავალ, რა თქმა უნდა, ეს რომელიმე ოპოზიციური არხი იქნება. როგორც კი გადავწყვეტ, დავწერ აუცილებლად“, – განაცხადა ბაღაშვილმა.
ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია უარყო „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემაც.
„ვერ დაგიდასტურებთ. არანაირი კომუნიკაცია მე ან რომელიმე ხელმძღვანელს არ გვქონია. იმდენივე ვიცი მე მის წამოსვლაზე, რამდენიც ყველა სხვამ“, – განაცხადა თარგამაძემ.