“ეს არის ის შეჯერებული ვერსია, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ ის გაზიარებულ იქნას პარლამენტის მხრიდან და იქცეს კანონად და რომლის გავლენაც არც ისე მცირეა. დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუსს შეცვლის ეს და ასევე 4 000 ადამიანი, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ეს ჯარიმებიც ამნისტირებას ექვემდებარება”, — განაცხადა სარჯველაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.