„ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმებს ერთ სვლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებებით საზოგადოების ნდობას ვერ დაიბრუნებენ.
ამასთან, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ხიდია ჩატეხილი, რომლის აღდგენაც მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ოპოზიცია მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ელაპარაკებოდეს და მათ მიზნებს აცნობდეს.
„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ პოლიტიკამ არ იცის სეზონი. პოლიტიკა ეს არის 24 საათიანი სამუშაო, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციასა და ამომრჩეველს შორის ხიდია ჩატეხილი. ნდობის დაბრუნებას კი მუშაობა სჭირდება. ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა. მათ უნდა ესმოდეთ, პრობლემა მარტო ხელისუფლებასთან დაკავშირებით არ აქვს საზოგადოებას, საზოგადოებას ოპოზიციასთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემა. შესაბამისად, რკინის ფალავნები უნდა ეცვათ და ხალხში უნდა დადიოდნენ. ცალ-ცალკე და ერთადაც უნდა ეცადონ, ხალხში გააჩინონ უკეთესი მომავლის რწმენა. მარტო იმის მტკიცება, ხელისუფლება ცუდია – არ არის საკმარისი. შენ რომ კარგი ხარ, ეს უნდა დაამტკიცო და ამისათვის კი ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს.