უკრაინაში გადაწყვიტეს სასკოლო პროგრამიდან ამოიღონ თითქმის ყველა რუსი მწერალი. გამონაკლისი მხოლოდ ნიკოლაი გოგოლი და მიხაილ ბულგაკოვის კონკრეტული ნაწარმოები– “ძაღლის გული“ იქნება. ამის შესახებ უკრაინის განათლების სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, გოგოლის ნაცვლად მასწავლებლის შერჩევით შეიძლება ბავშვებს ასწავლონ მწერლის და პუბლიცისტის, ვლადიმირ კოროლენკოს შემოქმედება. ბულგაკოვის ნაწარმოებიც სავალდებულო არ არის – ის მოსწავლეების და მასწავლებლების შერჩევით ისწავლება.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს მწერლები სკოლის პროგრამაში მხოლოდ იმის გამო დარჩნენ, რომ მათი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინასთან.
newsreport.ge