“მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება.”
აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ოცნებიდან “წასულ” ოთხეულს პასუხობს, რომლებმაც გუშინ აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ, მორიგი განცხადება გაავრცელეს.