16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის “ნინოსხევის ჩანჩქერში” დახრჩობის საქმეზე გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყება მოითხოვს, მასწავლებლებს, რომელთა გულგრილობითაც სკოლის მოსწავლე დაიღუპა, სასჯელი გაუმკაცრდეთ.
სასამართლომ დაადასტურა, რომ 16 წლის სოფი “ნინოსხევის ჩანჩქერში” მასწავლებლის გულგრილობის გამო დაიხრჩო, თუმცა მის დამრიგებელს მხოლოდ პირობითი სასჯელი შეუფარდა, სპორტის მასწავლებელი კი უდანაშაულოდ ცნო.
“ნინოსხევის ჩანჩქერი”, რომელშიც 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი დაიხრჩო