1925 წელს ლუბიანკიდან სტალისათვის გადაგზავნილი (გრიფით – “სრულიად საიდუმლო”) სსრკ-ში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიშის 33-ე თავი ეძღვნება ღლონტის (სავარაუდოდ გოგია ღლონტი) შეიარაღებული დაჯგუფების საკითხს, ტექსტის თარგმანი:
.
“ოზურგეთის მაზრის სოფელ ქაქუთში ღლონტის ბანდის ყოფილი წევრების – ღლონტის, ბოლქვაძის, ყურშუტას, მამულ ოღლის და მეგრელიძის ინიციატივით, შედგა 10 ბანდიტის შეკრება, რომელზეც გადაწყდა მოსკოვის ჩქარ მატარებელზე თავდასხმა, რა მიზნითაც საჭირო იყო კიდევ უფრო მეტი ასეთ საქმეებში გამოცდილი ყაჩაღის შეკრება.
.
იქვე შემდეგში შედგა მეორე შეკრებაც, რომელსაც ესწრებოდა 24 კარგად შეიარაღებული ბანდიტი, შეადგინეს თავდასხმისა და ძარცვის გეგმა. მანამდე ორ ნაწილად გაყოფილმა ბანდამ განახორციელა 4 ყაჩაღური თავდასხმა ძარცვით.
.
ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაპატიმრებული იქნა 15 ბანდიტი, განმეორებითი ოპერაციის დროს კი 4 ბანდიტი, რომელთაგან 3 არის მენშევიკების პარტიის წევრი. დადგენილია, რომ ნაძარცვის ნაწილი უნდა გადასცემოდა არალეგალურ ორგანიზაციას.”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა