გაუაზრებელი, კონსპირაციული და უსაფუძვლო განცხადებები – ასე გამოეხმაურა კელი დეგნანი იმიტირებული ამბოხის მონაწილეების ქცევას და რიტორიკას. ამერიკის ელჩი გაოგნებას ვერ მალავს, ვერ ხვდება, რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის ამერიკის გაშავება.
დეგნანის პასუხს მორიგი თავდასხმა მოჰყვა “ოცნებიდან” ფორმალურად წასული 4 დეპუტატის მხრიდან. კრიტიკა ელჩმა დღეს “ქართული ოცნებისგანაც” დაიმსახურა. ე.წ განდგომილები უფრო თამამად, სახელისუფლო გუნდი კი შედარებით რბილად, მაგრამ ორკესტრირებულად ცდილობენ იმის დამტკიცებას, თითქოს ამერიკის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა.
მთავარი არხი