მოიხსნება თუ არა 16 იანვარს შეზღუდვები გეგმის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომდევნო კვირაში რამდენი სხდომა ჩატარდება, სადაც ამ საკითხს განიხილავენ, იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესდა, თუმცა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“ – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, მესამე ტალღასთან დაკავშირებული მოლოდინები სრულიად საფუძვლიანია.
ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი” – ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან ნაწილი მათგანი უნდა მოიხსნას. უფრო კონკრეტულად კი აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
მსგავსი სტატიები
- 97
რა ღირს ტიტები? ჰკითხა ყვავილების გამყიდველს ჩავებში ჩაცმულ მოხუცმა კაცმა. გამყიდველ გოგონამ ახედა ცოტა გაკვირვებული თვალებით და უთხრა თაიგული თუ გნებავთ დაგიკლებთ, თუ ცალათ გნებავთ მაშინ ცოტა ძვირია. – თაიგული მინდა შვილო, ლამაზი თაიგული უნდა გამიკეთო, ოღონდ გრძელი ხერო შემირჩიე უთხრა და ნაჭრის ქისა ამოიღო ჯიბიდან.. – საჩუქრად გინდათ ბაბუ?…
- 97
მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და…
- 97
"ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა…
- 97
მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელი სისხლით რომ მოვიპოვეთ, ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს და ასე ნარჩუნებდა. მაგრამ ამაზე ანუ სისხლით ახელილ თვალებზე, უფრო ვრცლად სხვა დროს. ხოლო 9 აპრილი მე 10 აპრილიდან და ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი,…