კიევის საგანმანათლებლო სააგენტოს დირექტორი, ბადრი ლოლაშვილი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა

კიევის საგანმანათლებლო სააგენტოს დირექტორი რუს აგრესორთან ბრძოლაში დაიღუპა – 42 წლის ბადრი ლოლაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ მაისში გაავრცელა.

2014 წელს ბადრი ლოლაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ანტიტერორისტულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

ლოლაშვილი წარმოშობით ქართველი იყო. ის 1980 წლის 3 იანვარს საგარეჯოში დაიბადა. დაამთავრა ხარკოვის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share