დღეიდან ესტონეთი შენგენის ვიზის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს

ესტონეთი დღეიდან ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუსმა 11 აგვისტოს განაცხადა, ესტონეთში ჩამსვლელი და მისი გავლით ევროპის სხვა ქვეყნებში გადამსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, რაც დაწესებული სანქციების პათოსს არ ასახავს.

გამონაკლისი რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებმაც შენგენის ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში აიღეს. გამონაკლისით ასევე ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც ესტონეთში რეზიდენტის სტატუსი აქვთ, დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები და სხვა პირები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share