გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, ჩოხატაურში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო დაათვალიერეს.
კომპანია „მეგაგრო“, რომელშიც დასაქმებულია 20 ადამიანი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საწარმოა, სადაც შესაძლებელია წლიურად 300-დან 500 ტონამდე თხილის გადამუშავება. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია.
საწარმოში, ჯამურად 680 440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
,,გურიის რეგიონისთვის თხილი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ კულტურას წარმოადგენს. ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობისათვის ცენტრალური ხელისფულების მხრიდან არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ უფრო წარმატებულ ბიზნესმენებად და რეგიონში მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებისთვის“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა