Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, შვილის საცოლეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს ზეცაშიც და დედამიწაზეც ვზეიმობთ. დიახ ვზეიმობთ, დღეს ჩვენი ანა, ნიკოს ანა დაიბადა, ხუთი წელი სულ ზევით ზეცაში, სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ, ბოროტების და შურის შესახებ არც კი იცოდნენ, არც ზურგიდან სროლაზე სცოდნიათ, მერე, მერე რაც მოხდა, ეს გოგო აქ ჩვენთან დედამიწაზე დაგვიტოვა სანუგეშოდ!
გილოცავთ ჩემო გოგო, მომავლის გოგოვ, ძალიან ძვირფასო, მინდა ძალიან ბედნიერი, წარმატებული, გვყავდე შენ ყველაფერს იმსახურებ. გვიყვარხარ ძალიან და აქ შენ და ზეცაში ნიკოს ვულოცავ ამ დღეს“, – წერს იზა ომაძე.
22 წლის ნიკო კვარაცხელია გასული წლის სექტემბერში თბილისში მოკლეს.